ნიუ-იორკი ხუთი რაიონისგან (ინგლ. Borough — საგრაფო) შედგება. თავად რაიონი ასობით უბნად იყოფა, რომელთა შორის მრავალს საკუთარი განსაკუთრებული ისტორია და ხასიათი გააჩნია.
- მანჰეტენი (ნიუ-იორკის ქაუნთი, მოს. 1.564.798) ქალაქის ბიზნესისა და კულტურის ცენტრია, და ამგვარად ყველაზე ურბანულია. ის ასევე ყველაზე მჭიდროდ არის დასახლებული. აქ მდებარეობს ქალაქის განთქმული ცათამბჯენების უმრავლესობა. ეს რაიონი იყოფა დაუნთაუნ,მიდთაუნ და აპთაუნ რეგიონებად.
- ბრონქსი (ბრონქსის ქაუნთი, მოს. 1.363.198), ცნობილი, როგორც ჰიპ-ჰოპკულტურის დაბადების ადგილი და ნიუ-იორკის იანკების გუნდის ბინა. აქ კომპაქტურად არიან დასახლებული ქალაქის რასობრივი უმცირესობები, განსაკუთრებით კი ლათინელები და შავკანიანები. მცირე კუნძულების გამოკლებით ბრონქსი ქალაქის ერთადერთი რაიონია, რომელიც კონტინენტზე მდებარეობს.
- ბრუკლინი (კინგსის ქაუნთი, მოს. 2.472.523) ამერიკის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქაუნთია, ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტი იმიგრანტით ვინემ ნებისმიერ სხვა ადგილას ქვეყნის მასშტაბით. ეს ასევე ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რაიონია შენარჩუნებული ძლიერი ნაციონალური კულტურებით. რაიონში თანამედროვე ბიზნეს კვარტალთან ერთად დიდი ისტორიული რეზიდენციული უბნებიცაა, ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. მას ასევე გრძელი ოკეანის სანაპირო და კონი-აილენდი (კუნძული კონი) აქვს, რომელიც განთქმულია ერთ-ერთი უძველესი მასობრივი გართობის პარკით. ქალაქის იტალიელ, რუს და ჩინელ იმიგრანტთა უმრავლესობა სწორედ ამ უბანზე მოდის.
- კუინზი (კუინზის ქაუნთი, მოს. 2.225.486) გეოგრაფიულად ყველაზე დიდი რაიონია. აქ მდებარეობს შის სტადიონი და ნიუ-იორკ მეტსი; რეგიონის სამი ძირითადი აეროპორტიდან ორი (ლაგუარდია და ჯონ კენედის აეროპორტები); აშშ-ის ჩოგბურთის ასოციაციის ეროვნული საჩოგბურთო ცენტრი, სადაც იმართება აშშ-ის ყოველწლიური ღია ჩემპიონატი (United States Open).
- სტეიტენ-აილენდი (რიჩმონდის ქაუნთი, მოს. 459.737) ყველაზე წყნარი და საგარეუბნო ხასიათის რაიონია, თუმცა დროთა განმავლობაში უფრო ინტეგრირებული ხდება ქალაქის სხვა რაიონებთან 1964 წელს ვერაზანო-ნეროუს ხიდის გახსნიდან. 2001 წლამდე აქ მდებარეობდა მსოფლიოში უდიდესი ნაგავსაყრელი, რაც ამ რაიონს საკმაოდ არამომხიბლავს ქმნიდა საცხოვრებლად.
წყარო:ვიკიპედია

No comments:
Post a Comment